www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანიმაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას ანიმაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აკვაპარკის სივრცეებისთვის ანიმაციების პროგრამის შედგენა
** ანიმატორთა ჯგუფის კოორდინირება და დღის პროგრამის გაცნობა
** სივრცეში მიმდინარე აქტივობების მართვა
** საჭიროების შემთხვევაში აქტივობების წაყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანიმაციის/გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

** მზის მოყვარული;
** სუპერ კომუნიკატორი;
** აქტიური;
** ხალისიანი.

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru