www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო სტანცია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შეკვეთების მიღება და დროულად მომზადება;
** რეცეპტურისა და კალკულაციის დაცვა კერძის მომზადების დროს;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** პროდუქტის სწორად შენახვის კონტროლი;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის კონტროლი.
** მზარეულის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დისციპლინირებული;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება: 800 ლარიდან კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი

კვება, საცხოვრებლი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru