www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სახურავის გადამხურავი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი ერთი მიმართულებით - დაახ. 200-300 ლარი, ასევე სარეზერვო თანხა - 400 ევრო ან 500 აშშ დოლარი) ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი.

განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია: სახურავის გადამხურავი
სამუშაო ადგილი: ერთ კვირიანი გამოსაცდელი პერიოდი პოლონეთში (ქ. ვროცლავი). გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში - დასაქმება სლოვაკეთში (ნებართვის საფუძველზე). პოლონეთიდან სლოვაკეთში ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს დამსაქმებელი.

სამუშაოს აღწერა:

** სახურავის მომზადება გადახურვისთვის (ხის კარკასი)
** ლითონის ფირფიტებით გადახურვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოითხოვება სახურავის გადამხურავად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3-5 წელი).
** ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, ქრონიკული დაავადებების გარეშე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5-6 დღე; დღეში 10-11 საათი.
** შესვენება: დღეში 1 სთ.
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა (მომუშავეს შეუძლია იმუშაოს შაბათსაც).

ხელფასი: 6 ევრო საათში (ხელზე ასაღები)
ხელფასის გადახდა: თვეში ერთხელ, სამუშაო თვის დადგენილ დროს, დამსაქმებელთან თარიღის შეთანხმების მიხედვით.

სამუშაო ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 2 წლამდე და მეტი ხანგრძლივობით.

სოციალური პირობები:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფა: საცხოვრებლის იჯარას და კომუნალურ გადასახადებს ფარავს დამსაქმებელი.
** სამედიცინო დაზღვევა: გათვალისწინებულია სახელმწიფო დაზღვევა.

მომუშავისადმი წაყენებული მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 65 წლამდე.
** სქესი: მამრობითი
** უცხო ენა: რუსული (კომუნიკაციის დონეზე).
** ავტომანქანის მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია (სასურველია).

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში, 9-დან 17 საათამდე, შემდეგ ტელეფონზე: 577 434644.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru