www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღონისძიებების წამყვანი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების წამყვანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რადიოს შიდა ქსელისთვის საინფორმაციო ბადის (პროგრამების) მომზადება
** ყოველდღიურად აკვაპარკში დაგეგმილი აქტივობების წაყვანა (ინტერაქტიულ რეჟიმში)
** აკვაპარკის შიდა და გარე სივრცეებისთვის მუსიკალური გეგმის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება (კარაოკე საღამოები, კორპ. ღონისძიებები და ა.შ.)
** რადიოს წამყვანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

** მზის მოყვარული;
** სუპერ კომუნიკატორი;
** აქტიური;
** ხალისიანი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru