www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლექტორი-ფარმაკოლოგიის კურსი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე "სამკურნალო საქმე" ცხადდება მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი ფარმაკოლოგიის სასწავლო კურსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიპლომირებული მედიკოსი;
** დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** ავტობიოგრაფია (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) 2019 წლის 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge; (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი - ფარმაკოლოგია")

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru