www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ნეოფარმ+
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 11 მაისი

კომპანია "ნეოფარმი+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

შპს "ნეოფარმ+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 24 საათიანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა;
** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** სასურველია ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (თუ არ გაქვთ აღნიშნულ სფეროში გამოცდილება კომპანია გაგატარებთ ანაზღაურებად სტაჟირებას);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 545 097

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru