www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: GeoSilkRoad
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

"GeoSilkRoad" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და შეთანხმებული პროექტის არსებობა;
** გრაფიკული არქიტექტურული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა-შემუშავების და მართვის გამოცდილება;
** არქიტექტურული პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობა-კოორდინაციის გამოცდილება (კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო ნაწილი, დენდროლოგია, გეოლოგია, ტოპოგრაფია და სხვა);
** სამშენებლო ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სხვა ავტორიზებულ უწყებებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადების, ურთიერთკომუნიკაცია და ნებართვების მიღების პროცესის მართვის გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების გამოყენების გამოცდილება;
** არსებული პროექტების, მიმდინარე სამშენებლო ობიექტების ანალიზი და კორექტირება;
** შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, მასალების და რაოდენობების განსაზღვრა;
** მშენებლობისა და რემონტისთვის სატენდერო პაკეტების მომზადების ხელშეწყობა, მოთხოვნილი მასალების დროული მიწოდება;
** აზომვითი ნახაზების მომზადება და არსებულის კორექტირება;
** მიმდინარე მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესის ზედამხედველობა, არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობის კონტროლის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 4-5 წელი
** სივრცითი აზროვნების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Autodesk Autocad, ArchiCAD)
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი მოტივაციის მქონე
** ადვილად ადაპტაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ინიციატივის მქონე
** ყურადღება დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანია "GeoSilkRoad" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია GeoSilkRoad - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 მაისამდე ელ-ფოსტაზე info@gsr.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru