www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Millenniumi
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

უძრავი ქონების კომპანია "Millenniumi" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

გვჭირდება:

რეალტორი არის კონსულტანტი, მრჩეველი და  ექსპერტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ენერგიული, მოაზროვნე,  კომუნიკაბელური, გაწონასწორებული,  აზარტული, ექსტრემალურ სიტუაციებში მოხერხებული, დაუზარელი, შარმიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური, მიზანმიმართული, სტაბილური, ერთგული,მობილური, პროგრესული, თანამედროვე, რისკიანი, ინიციატივის მქონე, თავდაჯერებული ახალგაზრდები —  ვისაც სურს საკუთარი და გარშემო მყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

აუცილებელი პირობა:

სასურველია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

ჩვენ ვეძებთ არა დაქირავებულ თანამშრომლებს, არამედ პარტნიორებს 3 წლიან წარმატებულ ბიზნესში!

კომპანია "Millennium" გთავაზობთ:

** ყოველთვის აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას, საკომისიო 40 % უფასო გადაადგილება, მობილურზე სალაპარაკო უფასო სარეკლამო თანხით დაფინანსება
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

სტაჟირების  ხანგრძლივობა: 1 კვირა
1 კვირა - ტრეინინგი ( ანაზღაურების გარეშე )

გელოდებათ:

მაღალი ანაზღაურება და სტაბილური შემოსავალი, განვითარების პერსპექტივა, დადებითი განწყობა და მუდმივი წარმატება სურვილის შემთხვევაში.

კომპანიის ოფისის მისამართი: ბათუმი, იუნკერების ქუჩა N8ა 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00/19:00, შაბათი 11:00/17:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: 

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: officerealtorsgroup@gmail.com

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 568 05 74 74



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru