www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: Wandio
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"ვანდიო" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი custom software outsourcing კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია ქმნის საშუალო და დიდი ზომის ვებ და მობაილ სისტემებს ქართული და უცხოური ბაზრისთვის. ჩვენ შევქმენით 100-ზე მეტი ისეთი პროდუქტი, როგორიცაა - e-commerce სისტემები, მობაილ ბანკინგი, ლოიალურობის მართვის მობილური აპლიკაციები, ადამიანური რესურსების მართვის სისტემები, ERP სისტემები და მრავალი სხვა.

კომპანიაში ვაყალიბებთ ახალ განყოფილებას, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ვეძებთ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის მენეჯერს.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება როგორც ვებ, ასევე მობაილ პროგრამების უზრუნველყოფაში
** გამართული წერისა და კომუნიკაციის უნარი
** ინგლისურისა და, სასურველია, რუსული ენის კარგად ცოდნა
** გუნდური მოთამაშე
** ორგანიზებულობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** ვანდიოს გუნდთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების შექმნა
** პროგრამული უზრუნველყოფის პროცესის ანალიზი და ოპტიმიზაცია
** პროცესების ფორმალიზება და დოკუმენტირება
** პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ხელსაწყოების დანერგვა
** კლიენტებთან ურთიერთობა: პრობლემების მიღება, გაფილტვრა და გუნდში გადანაწილება
** SLA-სთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კლიენტებისა და მენეჯმენტისათვის ყოველთვიური რეპორტების მომზადება
** პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** განსაკუთრებულად კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდის პერსპექტივა;
** საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტები.
** ანაზღაურება არის კანდიდატის გამოცდილების შესაბამისი.

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: job@wandio.com

თუ ეს ვაკანსია არ არის თქვენთვის შესაბამისი, გამოიწერეთ Wandio-ს Facebook გვერდი და მიიღეთ შეტყობინება, როცა ახალი ვაკანსია გამოქვეყნდება.

http://www.wandio.com/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru