www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დემი შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: სასტუმრო ივერია ინ
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"სასტუმრო ივერია ინ" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება
უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული და ევროპული სამზარეულოს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** დაიცვას დანების, ბურღის და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
** რეგულარულად განაახლოს სამუშაო გრაფიკის ცხრილები;
** უზრუნველყოს მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება;
** გააკონტროლოს შემოსული შეკვეთების სწორი გადანაწილება მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
** შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.
** კონკურენტული ხელფასი და ბონუსი
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევითა და კვებით;

სრული განაკვეთი. შესაძლოა ღამის ცვლის მორიგეობა
შერჩეული კანდიდატი გაივლის 10 - დღიან საგამოცდო ვადას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tamarurushadze@iveriainn.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru