www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Sachkhere Gardens
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სასტუმრო "Sachkhere Gardens" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;

ძირითადი მოვალეობები:

** თანამედროვე გაყიდვების სტრატეგიის შექმნა ტურისტების მოზიდვის მიზნით;
** გაყიდვების არხების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში; ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, ორგანიზება, სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა;
** პოზიციონირების გამყარება ბაზარზე პირდაპირი და არაპირდაპირი გაყიდვების გზით; სასტუმროს დატვირთვის ზრდაზე ორიენტირება;
** მომხმარებლებისათვის ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება;
** მიმდინარე პროცესების მართვა და ოპერაციული საკითხების გადაწყვეტა გაყიდვების მიმართულებით;
** პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება "მოგება-მოგების" პრინციპით;
** წერილობითი რეპორტინგი ყოველი თვის ბოლოს;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ფასების რეგულირება ინდივიდუალური შეთავაზების დროს, ბაზრის მონიტორინგი;
** კორპორატიული შეკვეთების დროს კოორდინაცია სასტუმროს მენეჯერთან;
** გამართული გაყიდვების ჯაჭვის უზრუნველყოფა მომხმარებლიდან სასტუმრომდე, სასტუმროდან მომხმარებლამდე;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Booking, Expetia, Hostels და სხვ;

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kasanidze@smc.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru