www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ბანკომატების/ATM შეძენაზე
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
თანდართული ფაილი: 12844_ATM_Tender_2019_v2_1609790.zip
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ტენდერს 50 ბანკომატის შესყიდვის შესახებ. ბანკომატების მახასიათებლები და შესყიდვის თანმიმდევრობა მოცემულია განცხადების დანართში (იხ. დანართი).

** ბანკომატების ყოველწლიური შეკვეთა განხორციელდება ყოველი კალენდარული წლის პირველ ნახევარში;
** გადახდის პირობები: შეკვეთის ავანსი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი, დარჩენილი თანხა გადაიხდება მიწოდების და მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
** მიწოდების პირობები: DDP Tbilisi, მის: 0162, საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 39ა;
** გარანტიის ვადა: 12 თვე (ბანკომატების მიღების დღიდან);
** მიწოდების ვადა: არაუგვიანეს ავანსის ჩარიცხვიდან 16 კვირისა.

ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
** მიმღების დასახელება (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
** მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა შესატყვისობის დოკუმენტები.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

** ფასები (ყველა გადასახადის და სს "ბანკი ქართუ"-ს სათავო ოფისში მოწოდების ჩათვლით)
** ანგარიშსწორების პირობები;
** საგარანტიო პირობები;
** მოწოდების ვადები და პირობები;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2019 წელი, 18:00 GMT Tbilisi.

ტენდერის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

საკონტაქტო პირი: დავით ოდიშარია (+995) 595581210

სს "ბანკი ქართუ", საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მის.: ჭავჭავაძის გამზ. 39ა, თბილისი 0162, საქართველო, +995 32 200-80-80



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru