www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW"  ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო,  შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW" ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"  აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-დიზაინერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტის მომზადება
** საპროექტო  დოკუმენტაციის მომზადება
** ​ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის მომზადება
** მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება  (არქიტექტურის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა
** AutoCad; ArchiCad ; 3ds max; sketch up  და photoshop პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით და პორტფოლიო (პორტფოლიოს გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება) , ელ. მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru