www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვების დეპარტამენტის/F&B მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ივერია ინ
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"სასტუმრო ივერია ინ" აცხადებს ვაკანსიას კვების დეპარტამენტის (F&B) მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს რესტორნისა და ბარის გამართულად მუშაობა და მომგებიანობის ზრდა;
** მართოს და გააკონტროლოს პერსონალის საქმიანობა, მათ მიერ რესტორანში და ბარში დადგენილი წესების შესრულება და გაწეული მომსახურების ხარისხი;
** გააკონტროლოს რესტორანში და ბარში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
** განახორციელოს სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად თანამშრომელთა ტრენინგი და შეფასება;
** თანამშრომლების მუშაობის ყოველთვიური შეფასება წარუდგინოს ადამიანური რესურსების მენეჯერს;
** აწარმოოს რესტორნისა და ბარის სერვისის ხარისხის კონტროლი;
** მართოს სამუშაო გრაფიკები და აღრიცხოს თანამშრომელთა დასწრება საათობრივად, მიაწოდოს ბუღალტერიას შესაბამისი ანგარიში;
** მიაწოდოს გენერალურ მენეჯერსა და ბუღალტერიას ბარისა და რესტორნის მუშაობის ყოველდღიური ფინანსური ანგარიში ;
** რესტორნისა და ბარის მენიუების შედგენა;
** ბუღალტერიასთან ერთად რესტორნისა და ბარის მომსახურეობის ფასების განსაზღვრა;
** რესტორნისა და ბარის მომზადება სტუმრის მისაღებად კვების განსხვავებული მონაკვეთებისათვის;
** სტუმრის დახვედრის, მომსახურების და გაცილების ორგანიზება და კონტროლი;
** ნომერში კვებით და სასმელით მომსახურების უზრუნველყოფა;
** რესტორნის თეთრეულის ზედამხედველობა და კონტროლი;
** ჭურჭლის და ინვენტარის მოვლა და აღწერა;
** ბანკეტების კონფერენციების ორგანიზება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
**ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** კონკურენტული ხელფასი და ბონუსი
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და უნიფორმით;
** სრული განაკვეთი. შესაძლებელია ღამის მორიგეობა

შერჩეული კანდიდატი გაივლის 10 - დღიან საგამოცდო - სატრეინინგო ვადას. მისი წარმატებით გავლის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tamarurushadze@iveriainn.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru