www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: GeoSilkRoad
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

"GeoSilkRoad" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისებზე შემოსული შეკვეთების მართვა, დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
** დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობების დამყარება და სამუშაოს შესრულების ხარისხის მონიტორინგი
** კომპანიის ბიუჯეტთან შესაბამისობაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და მასალების ფასის შეთანხმება;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მიწოდებული დოკუმენტების მართვა/მონიტორინგი და ინტერპრეტაცია;
** კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების შესაბამისი სპეციალისტების მოძიება და მუდმივი განახლება.
** კომპანიის კანცელარიის მართვა (შემოსული, გასული წერილების რეესტრის წარმოება, სატენდერო დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება)
** კომპანიის სამუშაო მეილების/ზარების კონტროლი და მათზე ადეკვატურად რეაგირება;
კომპანიის პროტოკოლის შედგენა და მისი დაცვის მონიტორინგი
** კომპანიის თითოეული თანამშრომლის მიერ კომპანიის ოფიციალური მეილებიდან მიმოწერის კონტროლი.
** კომპანიის ყოველდღიურ მუშაობასთან დაკავშირებული ფინანსების მართვა;
** კომპანიის ყველა თანამშრომლის პირადი საქმის წარმოება;
** კომპანიის ყველა თანამშრომლისგან ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) მიღება და კონტროლი;
** ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან ბიზნეს გარემოს შესახებ არსებული ყველა სიახლის დროულად გაცნობა, ახალი შესაძლებლობების გამოვლება, დაფინანსების წყაროების მოპოვება და სხვა.
** რეგლამენტის დაცვა ხელმძღვანელთან ურთიერთობაში;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება პრიორიტეტად;

კომპანია "GeoSilkRoad" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია GeoSilkRoad - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 მაისამდე ელ-ფოსტაზე info@gsr.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru