www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: კაფეტერია Canteen_Area
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და განლაგება მენიუს სპეციფიკის მიხედვით;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა;
** რეცეპტურისა და კალკულაციის შედგენა და დაცვა კერძების მომზადების დროს;
** კერძების ზუსტი კალკულაციების მომზადება და კონტროლი;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა, სანიტარული და სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით
** გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** დავალებების სწორად განაწილება და კოორდინაცია;
** ობიექტის მენეჯერთან ერთად სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ოპტიმალური ხარისხის მიღწევის კონტროლი;
** პროდუქტის სწორად შენახვის კონტროლი;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ კულინარიული განათლების მქონე მზარეულებს)
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინურობა
** დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე
** ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge და გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ "CanteenArea - შეფ-მზარეული".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 აპრილი.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru