www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო სილვერ 39
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

21 ნომრიანი, ტერასით, ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, ბუტიკური სტილის სასტუმრო - "სილვერ 39" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება
** ტურისტული კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და კონტრაქტის გაფორმება
** კორპორატიული შეთავაზებების შემუშავება და მიწოდება შესაბამისი კომპანიებისთვის
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და სოციალური მედიის საშუალებით, მათთვის სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდება
** სოციალური მედიის მართვა
** გაყიდვების ამსახველი ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - ინგლისურ ენაზე გამართულად საუბრის უნარი
** რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** სოციალური მედიის მართვის პანელებთან მუშაობის გამოცდილება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე manager.silver39@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა.

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru