www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბუქ ქორნერი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

კაფეების ქსელი "Book Corner" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, საჭიროების შემთხვევაში მათთვის დახმარების გაწევა და პრობლემების აღმოფხვრა;
** სუფრის გაწყობა (მაგიდების მომზადება), ჭურჭლის მაგიდაზე განლაგება;
** სტუმრის წასვლის შემდეგ, მაგიდის მოწესრიგება, პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება;

მოთხოვნები:

** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

სამუშაო გრაფიკი: ცვლები

მიმტანის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას კაფეში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: bookcorner13@gmail.com 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით. მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru