www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge/gpih/) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი" ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კორესპონდენციის წარმოება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** საორგანიზაციო სხვადასხვა საკითხის მოგვარება, შეხვედრების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა;
** ​სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);

ვაკანტური პოზიცია დროებითია, დაახლოებით სამუშაო პერიოდი განისაზღვრება - სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 აპრილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru