www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000339
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 30.04.2019
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი.
** სფერო - ადამიანური რესურსების მართვა, კერძოდ - ადმინისტრირება.
** განათლება
** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: სამართალი (სასურველია)

ენები

ქართული - ძალიან კარგი
რუსული - საშუალო
ინგლისური - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint)
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

შრომით სამართლებრივ საკითხებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** თანამშრომელთა ძირითად შტატში მიღება/ გათავისუფლება/გამოსაცდელი ვადით აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება; ვადების კონტროლი; დოკუმენტაციის წარმოება და ასახვა ადამიანური რესურსების მართვის ბაზაში;
** თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში ყველა სახის ხელშეკრულების (შრომითი; მომსახურების და ა.შ) გაფორმების პროცესის მართვა/კოორდინირება.
** ხელშეკრულების დრაფტების შემუშავების პროცესში თანამონაწილეობა იურიდიულ ჯგუფთან ერთად;
** შრომით/მომსახურების ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმების პროცესის კოორდინირება (მ/ჩ აქტები; შეთანხმებები; დანართები და ა.შ)
** hr პროექტებში ჩართულობა, იდეების და ინიციატივების გენერირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/339



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru