www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"დრესაპ ჯგუფი" უკვე 24 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და გვთავაზობს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის მაშტაბით, იგი გახდა ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში ექსკლუზიური პარტნიორი, როგორიცაა:
ტანსაცმლის ხაზით - "Levis", "Dockers", "Lee", "Wrangler", "Guess", "Lacoste", "Mavi", "Gant", "Rifle"
ფეხსაცმლის ხაზით - "A.S.98", "Ash", "Toms", "Converse", "Lacoste", "Levis", "Wrangler", "Softinos", "Bensimon", "Vans", "Mjus"...
აქსესუარების/წინდების ხაზით - "Falke", "Burlington", "Lee", "wrangler", "Levis"...

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში (ამჟამად ქ. ბათუმში "დრესაპ ჯგუფი" წარმოდგენილია სამი მაღაზიით).

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანია "დრესაპ ჯგუფის" ბათუმის მაღაზიათა ქსელის მართვა (თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა);
** თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიათა ქსელის შინაგანაწესის, კვალიფიკაციისა და მომსახურების სტანდარტით დადგენილი ნორმების მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** მაღაზიებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და რეაგირება;
** პერიოდულად დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის);
** მაღაზიის ფორმატიდან გამომდინარე, წინადადებების მომზადება პროდუქციის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევაზე, საკითხის ბრენდ მენეჯერებთან ერთად განხილვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით)
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კეთილსინდისიერება

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.05.2019

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru