www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ITALLUX
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

კომპანია "ITALLUX" მოხარულია გამოაცხადოს განაცხადების მიღება გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.

კომპანია "ITALLUX" სთავაზობს მყიდველებს ერთშრიანი და მრავალშრიანი მილების ფართო ასორტიმენტს: მეტალოპლასტმასის მილები, პოლიეთილენის სადაწნეო მილები გაზსადენებისთვის და წყალსადენებისათვის, მილები და ფიტინგები კანალიზაციის სისტემებისათვის (პვხ), "თბილი იატაკის" გათბობის სისტემა, წვეთოვანი მორწყვის სისტემები.

სამუშაოს აღწერა:

** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა. მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის პროდუქტთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთების გაფორმება პროგრამაში;
** კომპანიაში შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და კორექტული კოორდინაცია;
** კომპანიის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული წერილების გადაგზავნა;
** საქონლის აღწერა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიების შექმნა
** გაყიდვების არხების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში; ურთიერთობა წყალმომარაგებით დაკავებულ სამშენებლო კომპანიებთან, სამშენებლო მასალების მაღაზიებთან. მათთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის ოპერაციების დაცვის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის ინდივიდუალური წინადადებების შემუშავება;
** ფასების რეგულირება ინდივიდუალური წინადადებების დროს, ბაზრის მონიტორინგი;
** წერილობითი ანგარიში ყოველი თვის ბოლოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგად
** რუსული - სასაუბრო დონეზე, თავისუფალი ფლობა
** ინგლისური - კარგად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, ზრდილობიანი, ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქტის სწრაფად შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გააგზავნონ რეზიუმე (CV), მხოლოდ რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: artak.v.ananyan@gmail.com

ტელ/Whatsapp/Viber: +374 98 460020

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგი ეტაპისათვის შერჩეულ კანდიდატებს.

https://www.google.com/maps/place/ITALLUX+L.T.D/@41.7344341,44.7732395,17z/data=!4m5!3m4!1s0x4044732e7ac8a95f:0x5583c760ecd009c9!8m2!3d41.7344301!4d44.7754282



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru