www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგ. ფილიალის ენერგეტიკული სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ენერგეტიკული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მარნეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** რეგიონის ენერგეტიკული სამსახურის საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** ქვესადგურების, სატუმბი სადგურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის მონიტორინგის განხორციელება;
** შემოსული წერილების გაცნობა, განხილვა, შესრულება;
** კომპანიის ბალანსზე არსებული ელ-დანადგარებისა (ძალოვანი ტრანსფორმატორები, ელ-ძრავები, მაღალი ძაბვის უჯრედები) და ელექტროგადამცემი ხაზების მონიტორინგი, სწორ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
** ელექტროდანადგარებზე სარელეო დაცვების მოწყობა-გამართვა;
** ენერგეტიკის დეპარტამენტთან კოორდინირებულად ავარიული სიტუაციების დროული აღმოფხვრა;
** ენერგეტიკის დეპარტამენტისათვის ყოველთვიურად მოხმარებული ელ-ენერგიის ხარჯის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლება ენერგეტიკული მიმართულებით;
** მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge

** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** სემინარების, ტრენინგების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა/ცნობები სამუშაო ადგილიდან;
** სარეკომენდაციო წერილი (ორი);
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru