www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო  გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვებზე მიმართული წამახალისებელი თუ მიზნობრივი აქციების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამოცდილება ბრენდებზე კომუნიკაციაში, კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში;
** საზოგადოებასთან ურთიერთობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ჩვენს დარგში (მშენებლობა, რემონტი) მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით (კონცენტრაცია - მარკეტინგი).

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა;
** გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვა;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა,  დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპანიის ბრენდებზე კომუნიკაცია და კომპანიებთან ურთიერთობა - მოლაპარაკება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვისა და განხორციელების კონტროლი;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავება,დანერგვასა და განხორციელებაში;
** საზოგადოებასთან ურთიერთობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი - დასვენება, 2 შაბათი - სამუშაო).
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 86
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi | www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:  hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: CV ფოტოსურათთან  ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისთვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru