www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტის ასისტენტი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"რომპეტროლ საქართველო" ეძებს გუნდის წევრს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, "რომპეტროლ საქართველოს" სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 9:00-18:00, პარასკევი 9:00-16:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი ასევე ვერბალური;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
** სასურველია ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო სერთიფიკატი სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან იურიდიულ პრაქტიკას;
** სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

იმ შემთხვევაში, თუკი აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com არაუგვიანეს მიმდინარე წლის 3 მაისისა და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ - "LA" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

რომპეტროლ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru