www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: GeoSilkRoad
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

"GeoSilkRoad" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური პოლიტიკის, ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** მენეჯერული, ფინანსური ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება
** პროექტის/ფინანსების მართვა
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება დამფუძნებლებისა და მენეჯმენტისთვის
** ფინანსური და საგადასახადო კონსულტაციები
** კონსალტინგური და აუდიტორული მომსახურების პროცესის ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა
** ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშსწორება

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სრულყოფილად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურება: 3000 ლარი და ზემოთ (დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე).

კომპანია "GeoSilkRoad" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია GeoSilkRoad - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 მაისამდე ელ-ფოსტაზე info@gsr.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru