www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის პერსონალის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მენეჯმენტის მიერ ფილიალისათვის განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება; შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
** მენეჯმენტისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** კლიენტების მომსახურება;
** სესხის გაცემის პროგრამული ავტორიზაცია;
** სესხის დახურვისას გირავნობის გაუქმების უზრუნველყოფა;
** სალაროსა და ჩეკ-ფაილის კონტროლი;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული და ვადაგასული სესხების კონტროლი;
** საჯარო რეესტრთან ურთიერთობა: დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულებების ჩაბარება; იპოთეკის გაუქმება;
** ნოტარიუსთან ურთიერთობა: სანოტარო ხელშეკრულებების, ასევე აღსრულების ფურცლების მომზადება;
** შსს მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობა: ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების ჩაბარება/კონტროლი;
** სესხის კოორდინატორის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება;
** დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** რეგიონის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; კონკურენტი საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ამ მიზნით პრომო-აქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:hr@swisscapital.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბათუმის ფილიალის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru