jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების შეკვეთის მიღება და ხარისხიანი, ეფექტური მომსახურება;
** მენიუში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური
** ენერგიული
** პოზიტიური
** პასუხისმგებლობიანი
** მოწესრიგებული
** თავაზიანი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ინგლისურად გამართული საუბარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;
** სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45; მეორე ცვლა 15:45-23:00;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელწერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |