jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** სავაჭრო ობიექტების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის ჩამოყალიბება;
** არაგაყიდვადი პროდუქციის მერჩენდაიზინგის განსაზღვრა და კონტროლი;
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ტექსტილის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, (რუსული ან თურქული ენის ცოდნა სასურველია);
** FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დროის ეფექტური მართვა;

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი".

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |