jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SMG
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"SMG" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4. (ისთ ფოინთის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია სმოტორსის შვილობილი კომპანია "SMG"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს დამტვირთველების მისი სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა. მათთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით.
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და
სისტემატიზაცია;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების
მონიტორინგი;
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების წარდგენა;
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; მარაგების რეგულარული კონტროლი.
** კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
** ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ფლობა;
** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; 
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: CV@Smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |