jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექიმი-თერაპევტი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

სს "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე.

მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა

მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება (კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება).
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/მართვა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

უნარები:

** სწრაფი რეაგირებისა და საკუთარ თავსა და ინიციატივის აღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მზადყოფნა ინოვაციებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექიმი თერაპევტი"

სს "გერმანული ჰოსპიტალი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |