GMT HOSPITALITY 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ გასტრონომიულ სივრცეში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თანასწორობა, კომფორტი, გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფლობთ საუკეთესო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მუდმივად ვმუშაობთ მათი განვითარებისთვის, რათა უზრუნველვყოფთ ხარისხი ჩვენს საქმეში. ვცდილობთ თანამედროვე, აქტუალური ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკებისა და ტენდენციების მუდმივ ძიებას, ვვითარდებით და ვავითარებთ ჩვენს გუნდს.
GMT HOSPITALITY აცხადებს ვაკანსიას სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე კომპლექსში "ფუნიკულიორი".
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
** ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
** უფასო ლანჩს;
** ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ.
ძირითადი მოვალეობები:
** სანიტარული წესების დაცვა, სტანდარტების ცოდნა და ქიმიური საშუალებების გამოყენების წესები;
** შესაბამისი დანადგარების მოხმარების ცოდნა;
** ჭურჭლის რეცხვა, დაბინავება და მოვლა;
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის სწორად გამოყენება;
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ "სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი".
გისურვებთ წარმატებას!