jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"ოტო მოტორს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობებია:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის რეგისტრაცია, საჭიროების დადგენა;
** ავტომობილისთვის ჩასატარებელი სამუშაოების იდენტიფიკაცია და
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** არასტანდარტული სერვისის საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ტექნიკოსების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის
გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნებია:

** ავტოსფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ავტომობილის ტექნიკური ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარებია:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

საკონტაქტო ტელეფონი: 0322 05 26 26

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@otoservice.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |