"ამონაშვილის საავტორო ბაღი" ბაზარზე ფუნქციონირებს 2022 წლიდან და იღებს 3-6 წლამდე ბავშვებს. საბავშვო ბაღის პროგრამა მთლიანად ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს, რომელსაც აქტიურად იყენებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესში.
"ამონაშვილის საავტორო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ფსიქოლოგის ასისტენტის/პრაქტიკანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაღის პედაგოგების ასისტირება;
** აქტიური მონაწილეობის მიღება ბაღის ყველა აქტივობაში;
** საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებისთვის ახალი თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ბავშვების სიყვარული;
** მოთმინების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური და მოტივირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2024 წლის 30 აპრილამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: amonashviliacademy@gmail.com
წერილის თემის ველში, გთხოვთ მიუთითოთ "პრაქტიკანტი".
პრაქტიკანტის ვაკანსია არ არის ანაზღაურებადი და არის მომდევნო დასაქმების პერსპექტივით.
მადლობა დაინტერესებისათვის!