jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი/მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: Bazzar Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სასტუმრო "Bazzar Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის/მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება და პირობები:

** 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** უნიფორმით უზრუნველყოფა.

გრაფიკი: 4 სამუშაო დღე (დღისა და ღამის 12 საათიანი ცვლები), 4 დღე დასვენება.

სამუშაოს აღწერილობა:

** სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
** სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
** სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
** სტუმრების ანგარიშების მართვა;
** დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
** როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
** ელექტრონული კორესპონდენცია;
** ოთახის ჯავშნების მიღება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana-ancha@bazzarhotel.com

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |