jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე (1 ვაკანსია)

კლინიკა მუშაობს 09:00 დან 21:000
დასაქმების მისამართი: საბურთალოს ქ.55/ს, ცინცაძის 79
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე დღეების და სამუშაო საათების შეთანხმებით
სახელფასო სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით კვალიფიკაციის, გამოცდილების და სამუშაო საათების შესაბამისად

მოვალეობები:

** კლინიკაში ფოტოთერაპიული და სხვა მკურნალობის მიზნით მოსული პაციენტების, პირველადი გასინჯვების და სრულყოფილი ანამნეზის შეკრება.
** სამედიცინო მომსახურების კურირება, პაციენტის ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება
** დეტალური ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელისათვის- ფიტოთერაპევტისთვის, მასთან მუდმივი კომუნიკაცია, მკურნალობის სწორი მიმართულების შესათანხმებლად.
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონულ ბაზაში;
** სამედიცინო პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად და კომპეტენტური შევსება და ატვირთვა.
** სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
** კლინიკის სპეციალისტებთან სწორი კომუნიკაცია, პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში.
** ელექტროკარდიოგრამის გადაღება/ინტერპრეტირება და სხვა მარტივი სამედიცინო მანიპულაციების შესრულება.
** საჭიროებისამებრ სხვა კოლეგების ჩანაცვლება.
** წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლიცენზია სპეციალობაში "საოჯახო მედიცინა" ან "შინაგანი მედიცინა".
** მინიმუმ 2 წლიანი ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

ცოდნა, უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე ცოდნა).
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.
** დროის მენეჯმენტი.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენს კლინიკაში მოგეცემათ საშუალება

** იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად
** მიიღოთ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი 2024წ.

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი მონაცემები მეილზე: ad@dvphytobalneo.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |