jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარე სასწავლო კურსების ტურ-მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გარე სასწავლო ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.

ტურ-მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის მიერ დაგეგმილი საზღვარგარეთის სასწავლო კურსების ფარგლებში კონკრეტული ჯგუფების მენეჯმენტი.
** სასწავლო ჯგუფის ტრანსპორტში გადაადგილების კონტროლი და მარშრუტების შემუშავებაში ჩართულობა.
** სასწავლო ჯგუფის (წევრების) კონტროლი სასწავლო ტურის განმავლობაში შესაბამისი შიდა რეგულაციების დასაცავად.
** ცენტრის ადმინისტრაციასთან მუდმივი კონტაქტი და რეპორტინგი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
** მენეჯერისთვის გადაცემული ჯგუფის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა.
** დაგეგმილი სასწავლო კურსის მიმდინარეობაში სრული ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურიზმის სფეროში (გარე ტურები) მუშაობის გამოცდილება მინ-3 წელი.
** საზღვარგარეთის ჯგუფური ტურების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (ინგლისური, გერმანული, რუსული) სხვა დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
** ტურის დაგეგმვის და განხორციელებისთვის საჭირო ყველა ელექტრონული რესურსის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ჯგუფის წევრების მართვის უნარი, თავდაჯერებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |