jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსის ტრენერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

ბიემსისი ცენტრი განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

ბიემსისი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
** სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება.
** მუდმივი კონტაქტი ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელთან სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
** თანამედროვე სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი სიახლეების დანერგვა და მორგება მიმდინარე სასწავლო ჯგუფებზე.
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება.
** მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისკენ და პროფესიული განვითარებისკენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** სოციალური მედია მენეჯერად, ციფრული მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ტრენერად/ლექტორად მუშაობის გამოცდილება სასურველია

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** აუდიტორიების მართვის უნარი
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დროის მენეჯმენტი

სამუშაო ადგილი: დისტანციური.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |