jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

Extra-ში B2B Sales Manager-ის ვაკანსია გვაქვს!

Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

Extra-ს B2B Sales Manager-ის როლი მოიაზრებს:

** ბაზრის კვლევასა და ანალიზს
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას
** პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზის შექმნას, დამუშავებას, მონიტორინგსა და მუდმივ განახლებას
** პოტენციური პარტნიორი კომპანიების მოძიებას და მათთან მოლაპარაკების განხორციელებას
** პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლას, ანალიზს და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური შეთავაზებების მომზადებას, პრეზენტაციას და განხორციელების პროცესის უზრუნველყოფას
** კორპორატიულ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ ინფორმირებას ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და პროცესის ეტაპების შესახებ
** გაფორმების ორგანიზებასა და ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგს
** ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით
** მჭიდრო კავშირს სხვადასხვა დაკავშირებულ დეპარტამენტებთან

ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:

** გაქვს კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** გაქვს კარგი მოლაპარაკების უნარი
** ხარ პრეზენტაბელური
** გაქვს გაყიდვების გეგმებზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

თუ შენთვის საინტერესოა B2B Sales Manager-ის როლი extra.ge-ში, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |