jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფილიალის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

შპს "ს მოტორს" 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შპს "ს მოტორს" მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ფილიალის ხელმძღვანელი

მისამართი: ქ. ოზურგეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

** ფილიალის ადამიანური რესურსით დაკომპლექტება და მართვა
** მატერიალური რესურსის მართვა
** ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და მონიტორინგი
** ავტომობილების ადგილობრივ ხელოსნებთან კომუნიკაცია
** პერიოდული ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** სხვა, პოზიციასთან შესაბამისი მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია გუნდის მმართველობის გამოცდილება

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** გასაუბრება ხელმძღვანელთან

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელმისამართზე: CV@smotors.ge და სათაურის ველში Subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ს მოტორსისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე. რეზიუმე ინახება გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ს მოტორს" - ხარისხი დეტალებშია!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |