jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფეიროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტში ფეიროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
** ფეიროლის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დამუშავება ექსელის პროგრამით;
** სახელფასო უწყისის მომზადება (Payroll);
** თანამშრომელთა შეფასების/სამოტივაციო სისტემის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
** სასურველია 1C -ში მუშაობის გამოცდილება

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფეიროლის სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |