იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@lbp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 მაისი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.