jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინგლისური ენის Online კურსის ტრენერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

ბიემსისი ცენტრი განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის Online კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
** სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება.
** მუდმივი კონტაქტი ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელთან სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
** თანამედროვე სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი სიახლეების დანერგვა და მორგება მიმდინარე სასწავლო ჯგუფებზე.
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება.
** მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისკენ და პროფესიული განვითარებისკენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ინგლისური ფილოლოგიის განხრით.
** საოფისე პროგრამების და Online საკომუნიკაციო არხების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: დისტანციური. ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |