jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში, 1C ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანძთელის N2
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-3 თვე.
** ანაზღაურება: 600 - 1200 ლარი.
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 09:00 სთ-დან 18:00 სთ. შესვენება დღეში 1 საათი.
** დასვენება: კვირაში 2 დღე. შაბათ-კვირა / კვირა-ორშაბათი

სტაჟირების პერიოდში სრულად შეგასწავლით 1C პროგრამას და პროგრამაში მუშაობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა;
** შეკვეთის გაფორმება;
** შეკვეთების უკან დაბრუნება;
** შემოსავლების სამსახურის გვერდზე (RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვას/კორექტირება;
** ბაზების მუდმივ განახლებას და კონტროლი;
** Microsoft Office-ში მუშაობა;

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge.

გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |