რესტორანი "Grape Wine and Kitchen" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის და დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის №58
1. მიმტანი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლები: სამი სამუშაო დღე/ერთი დღე დასვენების.
** სამუშაო საათები: 12:00 სთ - 21:00 სთ / 15:00 სთ - 00:00სთ /16:00 სთ -ბოლო სტუმრის წასვლამდე
** ანაზღაურება: დღიური 50 ლარი; + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან (ხელფასის გაცემა შესაძლებელია ყოველკვირეულად).
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სარესტორნო მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა.
მოვალეობები:
** სტუმრებთან კომუნიკაცია;
** სტუმრებისგან შეკვეთის მიღება და მომსახურების გაწევა;
** მენიუს ცოდნა;
2. დიასახლისი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლები: ორი სამუშაო დღე/ორი დასვენების დღე.
** სამუშაო საათები: 11:00 სთ -23:30 სთ
** ანაზღაურება: 1200 ლარი.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე რესტორნის/სასტუმროს სფეროში
** პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა;
მოვალეობები:
** რესტორნის შიდა და გარე მთლიანი ტერიტორიის დასუფთავება/მოწესრიგება;
** ჭურჭლის რეცხვა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com.
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!