jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"გრანდ ელექტრონიქსი" 2006 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში, მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. ტექნიკის საცალო ბაზარზე დაგროვილი, 18-წლიანი გამოცდილება და ცოდნა საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს და შევთავაზოთ მოქნილი სერვისი, საუკეთესო ფასი და ხარისხი.
ბრენდების მრავალფეროვნება და ფართო ასორტიმენტი არჩევანის გაკეთების პროცესს ამარტივებს და კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის, საკუთარი გადაზიდვის ჯგუფი კი გვეხმარება იმაში, რომ პროდუქტის ტრანსპორტირება მაღაზიიდან სასურველ მისამართზე იყოს ყველაზე სწრაფი და სანდო.

ამჟამად, "გრანდ ელექტრონიქსს" აქვს 4 ფილიალი თბილისში და 1 ფილიალი რუსთავში, ონლაინ მაღაზიის დაფარვის ზონა კი, მთელ საქართველოს მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ფილიალების რაოდენობის ზრდას, უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებასა და ახალ, ექსკლუზიურ თანამშრომლობებს ტექნიკის სხვადასხვა წამყვან ბრენდებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ შემოსავალს და კარიერულ განვითარებას;
** მუდმივ ინტერაქციას ტოპ მენეჯმენტთან;
** ხელმისაწვდომობას უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და სხვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას;
** სპეციალურ ფასებს კომპანიის პროდუქტებზე;

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღე.
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 71, რეგუსი.
ანაზღაურება: 4000 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** კომპანიის ხარჯების თვიური/კვარტალური ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ყოველდღიური გადარიცხვების და ფულადი ნაკადების მართვა;
** ბუღალტრული პროცესების მართვა;
** შესყიდვების პროცესის მართვა და ანალიზი;
** ბიუჯეტების დაგეგმვა და ანალიზი დეპარტამენტების მიხედვით;
** ბიუჯეტირებულ და რეალურ შესრულებას შორის შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
** მოგების მაქსიმიზაციაზე მუშაობა;
** კომუნიკაცია ფინანსურ და საგადასახადო აუდიტორებთან და შესაბამისი მონაცემებით უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო ჩანაწერების, ფინანსური ანგარიშგების და სხვა ფინანსური რეპორტების მომზადება, შემოწმება და ანალიზი, საანგარიშო და საპროცესო სტანდარტებთან შესაბამისობის, სისრულისა და სიზუსტის შეფასების მიზნით;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** ხელფასების, ბონუსების ანალიზი, საბონუსე სისტემებზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |