jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადება;
** სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** კერძების სტანდარტის შესაბამისად დადგენის ვადებში გაშვების უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს მზაობის უზრუნველყოფა სამუშაო დღის დაწყებამდე;
** HACCAP - ის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა სამუშაო პროცესში;
** მთავარი მზარეულისაგან კომპეტენციის ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე;
** სასურველის HACCAP-ის სტანდარტების ცოდნა;
** კულინარიული კურსების გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მართვის/ლიდერობის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული"

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია"დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |