ელექტრო ავტომობილების დილერი კომპანია "სოლარ ავტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. ბატონიშვილის N19
სამუშაო გრაფიკი: თვეში 24 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი (გრაფიკი შეთანხმებით)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ელექტრო ავტომობილების და პირობების შესახებ;
** მომხმარებელთან შეხვედრა და შეთავაზების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** დაინტერესება ელექტრომობილების მიმართ;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: contact@solarauto.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.