jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ოფისის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
** სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დასკანერება და დაარქივება;
** კომუნიკაცია ტურისტულ სააგენტოსთან: ბილეთების, სასტუმროს ჯავშნის ორგანიზება;
** მაკულატურასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
** ოფისისთვის საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების ყოველთვიურად შეკვეთა და შესაბამისი ნაშთის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სტუმრების მიღება და გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში კალენდარში შეხვედრების დაგეგმვა/შეხვედრების ოთახების დაჯავშნა;
** კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია საბურთალოს ტერიტორიაზე მცხოვრები (გამრეკელის ქუჩის მიმდებარედ);
** ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ოფისის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |