jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ მოლარეს ვეძებთ.

გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:

** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.

გაინტერესებს რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
** სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

** ნაღდი ანგარიშსწორება;
** შემოსავალ-გასავლის ოპერაციის წარმოება.

შენგან კი დაგვჭირდება:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV ელფოსტაზე: hr@basisbank.ge და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |